11 მილიონი ბიულეტენი დაიბეჭდება

02 ოქტომბერი 2017, 00:00 3050 ნახვა

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ამომრჩეველი სამი სახის ბიულეტენს მიიღებს: პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და  მერის ასარჩევი ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაცია 11 მილიონამდე ბიულეტენს დაბეჭდავს.

ცესკოს ინფორმაციით, ბეჭდვის პროცესს, კანონმდებლობის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დააკვირდებიან. ბიულეტენები 10-მდე სტამბაში დაიბეჭდება. საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია.

ამავე კატეგორიაში