ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე თურქეთის კონსულს ინფორმაცია მიაწოდეს

02 ოქტომბერი 2017, 00:00 3628 ნახვა

თურქეთის კონსულს მოქალაქე ემზარ მამულაძემ წერილობით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ინფორმაცია მიაწოდა. მოქალაქემ თურქეთის საკონსულოს დღეს მიმართა.  თურქეთის საკონსულოსგან დაპირება მიიღო, რომ სარფის საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთის პროცესს საკონსულოს წარმომადგენელი დააკვირდება.

ემზარ მამულაძე აცხადებს, რომ 25 სექტემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროს, აჭარის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რის გამოც, ორი დღის შემდეგ, მას თურქმა მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

 

 

ამავე კატეგორიაში