ოპოზიციის სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2955 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს მიერ 29 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქმე ეხება ბოტანიკურ ბაღთან არსებული საბაგირო  გზის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“  პირდაპირი მიყიდვის წესით,   ხოლო სანაპირო ზოლის ნაწილს კი 49 წლიანი იჯარით გადასცემს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში