სახალხო დამცველის განცხადებით წამების ფაქტებმა ციხეებიდან პოლიციაში გადაინაცვლა

02 ოქტომბერი 2017, 00:00 1987 ნახვა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა ციხეებში იკლო, თუმცა ასეთი ფაქტები გახშირდა პოლიციის სამმართველოებში. განცხადება ნანუაშვილმა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა.სახალხო დამცველის განცხადებით ტენდენცია პოლიციის შენობებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ბოლო ორი წელია დაფიქსირდა. "ფაქტები გაზრდილია პოლიციის განყოფილებებში და ამაზე მეტყველებს შემოსული შეტყობინებები და ჩვენი მონიტორინგის შედეგები, აქცენტმა ციხეებიდან პოლიციის განყოფილებებში გადაინაცვლა" - განუცხადა ჟურნალისტებს ნანუაშვილმა. 

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" 5 წლის კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სადაც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში