ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2949 ნახვა

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება. საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია.  მათ მონაცემების გადამოწმება  რამდენიმე მეთოდით შეუძლიათ. კონკრეტულად კი ცესკოს ვებ-გვერდის,  მობილური ტელეფონის, პლანშეტის ან სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება უსინათლო ამომრჩევლებსაც შეუძლიათ. სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირები კი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრში, ვიდეო ზარის საშუალებით, ჟესტურ ენაზე მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში