ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა

17 ივნისი 2016, 00:00 3846 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა გაიმართა. სტუდენტებმა და ლექტორებმა პოემის სტროფები სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს. პარალელურად ''ვეფხისტყაოსნის'' გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის გამოფენა-კონკურსი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ვეფხისტყაოსნის ორენოვანი გამოცემა და ''ფაბლაბ ბსუ''-ში დამზადებული შოთა რუსთაველის გამოსახულებიანი მედალიონები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოში ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღეს და იუნესკოს მიერ 2016 წლის რუსთაველის წლად გამოცხადებას  უკავშირდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში