ე.წ. ციანიდის საქმე - პროკურატურის განცხადება

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2265 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი აუდიო - ჩანაწერების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ 374-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მონაცემების გასაჯაროებას გულისხმობს, იმ პირების მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში პირველ რიგში ბრალი პროკურორ ჯარჯი წიკლაურს უნდა წაუყენონ, რადგან მან ფარული აუდიო ჩანაწერები2017 წლის 8 მარტს გაასაჯაროვა. ადვოკატების მტკიცებით, მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ და არავისთვის არაფერი გადაუციათ.

ამავე კატეგორიაში