უმრავლესობის შეფასებები პრეზიდენტთან შეხვედრის წინ

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2086 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსულტაციოდ მმართველ პარტიას იწვევს. პრეზიდენტის სასახლეში ,,ქართული ოცნების” წევრებს ხვალ, 16 საათზე ელოდებიან. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გაავრცელა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ შეხვედრისთვის მზად არიან, თუმცა ვინ მივა ხვალ პრეზიდენტის სასახლეში, ეს ჯერ გუნდში არ გადაუწყვეტიათ. “ქართული ოცნების” წევრებმა პირველად მიწვევა არ მიიღეს, შესაბამისად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მხოლოდ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ესწრებოდა.

ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა ცალკე შეხვედრა მოითხოვა, რასაც პრეზიდენტი დასთანხმდა. გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დღე რჩება იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყევტილება გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას ქვეყნის კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტს ვეტოს დადება უმრავლესობამ შესთავაზა, ოღონდ ერთი პირობით, თუ მოტივირებულ შენიშვნებში გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსების ამოღება, ასევე ერთჯერადად, 2020 წლის არჩევნებზე, ბლოკების დატოვება იქნება გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში