„ვენეციის კომისიის დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური“ - ირაკლი კობახიძე

06 ოქტომბერი 2017, 00:00 2622 ნახვა

ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დაამტკიცა.  „დასკვნა არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც  საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ მიაღწია“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება.

„ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტს, რომელიც იქნა გამოგზავნილი. გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე კატეგორიაში