საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა

07 ოქტომბერი 2017, 00:00 1978 ნახვა

გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, რომლებიც საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან,  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოელ მეზობელსა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებზეc ისაუბრა.

"ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პროცესის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან ბევრ ნათელ დაბრკოლებას ვხედავთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციისგან. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა განიზრახა ძირითადად ერთი მიზნის მიღწევა - შეაფერხოს საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული პროცესი, საქართველოს ინტეგრაცია“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა ყველა ევროპელ პარტნიორს მტკიცე მხარდაჭერისათვის და საქართველოსათვის თანამშრომლობის კარების ფართოდ გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში