მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს

10 ოქტომბერი 2017, 00:00 10311 ნახვა

დღეს, 10 ოქტომბერს,  ბათუმი-ქედის მონაკვეთის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. გაზსადენი ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს ხელვაჩაურს, ქედისა და შუახევს მოამარაგებს. გაზსადენის მილები სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება, ხოლო  სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია და ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია. პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე 508 000 გრძ/მ სიგრძის სამუშაო აქვს შესრულებული. კომპანიას ბათუმი-ქედის მონაკვეთის სამუშაოებზე 75 თანამშრომელი ყავს დასაქმებული.

პროექტის სამუშაოების დაწყების ცერემონია  შუახევში, 12 საათზე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა.  

ამავე კატეგორიაში