მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება

10 ოქტომბერი 2017, 00:00 4276 ნახვა

2019 წლის მარტიდან  აჭარის მაღალმთიანეთი ბუნებრივი აირით  მომარაგდება. გაზსადენი მილი სალიბაურიდან ხიჭაურამდე მონაკვეთს გაივლის. სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. გაზსადენით სამი მუნიციპალიტეტის  ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევისა მოსახლეობა მომარაგდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროცესს საუკუნის პროექტი უწოდა, რადგან ზურაბ პატარაძის თქმით, მაღალმთიანებთის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას. პროექტის პრეზენტაცია დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში