თბილისის საკრებულოსთან დაპირისპირებაა

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2654 ნახვა

თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატები და პარლამენტარები,  საკრებულოში პოლიციის კორდონის გარღვევას და საკრებულოს შენობაში შეღწევას ცდილობენ. 

16 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც   ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის, თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1ლარად 1900 მ2-ის ფართობის მიწისა და თაბორის მთაზე 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხებს უნდა ეყაროს კენჭი. 

საკრებულოსთან პოლიციის კორდონი დგას, რადგან  საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით  სხდომას საკრებულოს წევრებისა და მედიის გარდა არავინ უნდა დაესწროს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ოპოზიციას სხდომის ჩაშლა სურს. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ამავე კატეგორიაში