ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოსთან

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1657 ნახვა

8 პირია დაკავებული თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე. უწყების ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის აიყვანეს. ამის მიუხედავად, საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობისა”  და„ევროპული საქართველოს“ აქცია გრძელდება. აქციის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს დაპირისპირება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის დეპუტატები,    პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რათა  საკრებულოში შესულიყვნენ. ოპოზიცია თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებასა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს აპროტესტებს.

ამავე კატეგორიაში