თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1671 ნახვა

31 მომხრე და 2 წინააღმდეგი - ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ქალაქ თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 ათას 433 კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორიის პრივატიზება გადაწყდა. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა. რაც შეეხება პუშკინის ქუჩაზე, არსებულ 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხსა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმებას, მას საკრებულოს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი  წინააღმდეგი იყო.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე კი  დღის წესრიგის დამტკიცებას  ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის გასაჯაროვებას და პუშკინის სკვერსა და თაბორის მთასთან დაკავშირებული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა.  თუმცა მათ საკრებულოს სხდომა და შენობა დაატოვებინეს.

ამავე კატეგორიაში