შეარჩიეს თუ არა საარჩევნო ოლქში წარმომადგენლები პარტიული ნიშნით?

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2463 ნახვა

დანიშნა თუ არა 79-ე საოლქო საარჩევნო  კომისიამ უბანზე წარმომადგენლები პარტიული ნიშნით? - '' ნაციონალურ მოძრაობაში'' ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და '' ქართული ოცნების'' 5 აქტივისტი დაასაქმა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევებიც, რომ უბნის წარმომადგენლებს დოკუმენტაციაც კი არ წარუდგენიათ.

კანონდარღვევის ფაქტს უარყოფენ 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. იურისტის განმარტებით, საუბნო კომისიებში წარმომადგენლები პოლიტიკურად ნეიტრალური პერსონები არიან. რაც შეეხება შერჩევისას დოკუმენტაციის წარდგენას, ზვიად სურმანიძის განცხადებით, პროცედურულად საარჩევნო სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის.'' ქართულ ოცნებაში '' ბრალდებას უარყოფენ და ოპოზიციას ურჩევენ სასამართლოს მიმართონ. 

ამავე კატეგორიაში