ლეიბორისტული პარტიის განცხადება

10 ოქტომბერი 2017, 00:00 2942 ნახვა

“ლეიბორისტული პარტიის” ბათუმის მერობის კანდიდატმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებულ სტენდზე მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის პლაკატს მისი პლაკატი გადააკრა. ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ მთელ ქალაქში ლაშა კომახიძის პლაკატებია და სხვა პოლიტიკური ძალებისთვის თავისუფალი სივრცე აღარ რჩება.

ქიქავამ საკუთარი პლაკატები სტენდის თავისუფალ სივრცეშიც გააკრა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი ზომები მას შემდეგ გატარდება, რაც  უწყება  მონიტორინგს განახორციელებს და  შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლის.

ამავე კატეგორიაში