ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში

10 ოქტომბერი 2017, 00:00 1824 ნახვა

დანიშნა თუ არა ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებზე წარმომადგენლები პარტიული ნიშნით? - ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და ''ქართული ოცნების'' 5 აქტივისტი დაასაქმა. მირდატ ქამადაძის მტკიცებით, ოლქმა ნეიტრალური კანდიდატების ნაცვლად მმართველი გუნდის მხარდამჭერები შეარჩია. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ დანიშნულ წარმომადგენლებს დოკუმენტაციაც კი არ წარუდგენიათ. “ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვობენ, რომ ''ქართული ოცნება'' ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას შეეცდება. კანონდარღვევის ფაქტს უარყოფენ 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.

იურისტის განმარტებით, საუბნო კომისიებში წარმომადგენლები პოლიტიკურად ნეიტრალური პერსონები არიან. რაც შეეხება შერჩევისას დოკუმენტაციის წარდგენას, ზვიად სურმანიძის განცხადებით, პროცედურულად საარჩევნო სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის. ''ქართულ ოცნებაში'' ბრალდებას უარყოფენ და ოპოზიციას ურჩევენ სასამართლოს მიმართონ.  შეგახსენებთ, ბათუმის ოლქმა ცოტა ხნის წინ უბნებზე წარმომადგენლად დანიშნა და მალევე მოხსნა დავით ქარცივაძე, იგი “ქართულ ოცნებასთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული პირია. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი სპეკულაციების თავიდან არიდება იყო.

ამავე კატეგორიაში