მოლაპარაკებები კობალთის მცხოვრებლებთან

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3155 ნახვა

შუახევში, კობალთის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის განსახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, კობალთაში მცხოვრებ 10-მდე ოჯახს, ხელისუფლება რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, მათ შორის იმ ტერიტორიაზე გაყვანას, სადაც ადგილობრივები მოისურვებენ, შესაძლებელია დამეწყრილ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც.

ოჯახების მდგომარეობა გეოლოგებმა განმეორებით შეისწავლის, დასკვნის მიხედვით, მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სახლებამდე მისასვლელი გზა შესაძლოა უამინდობის დროს ისევ დაიმეწყროს. სოფელ კობალთაში წუმპოს მთა სამი თვის წინ ჩამოიშალა, რამაც საფრთხე კობალთის და ერდუათის მოსალხოებას შეუქმნა.

ამავე კატეგორიაში