პატრიოტთა ალიანსის ქობულეთის მერობის კანდიდატი ქართულ ოცნებას ვანდალიზმში ადანაშაულებს

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3116 ნახვა

პატრიოტთა ალიანსის ქობულეთის მერობის კანდიდატი ქართულ ოცნებას ვანდალიზმში ადანაშაულებს. მერაბ ბლადაძის განცხადებით, დღეს დილის ხუთ საათზე მისი კოორდინატორის ნუკრი თამაზაშვილის კუთვნილი მაღაზიის ვიტრინები, დაუდგენელმა პირებმა ჩაამსხვრიეს.

მისივე ინფორმაციით, მაღაზიიდან არაფერი მოუპარავთ, იგი ქურდობის მცდელობას გამორიცხავს და ფაქტს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ქართულ ოცნებაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა, ფაქტზე შსს გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში