ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებმა პროკურატურას ჩვენება არ მისცეს

11 ოქტომბერი 2017, 00:00 1936 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები პაატა მეხრიშვილი და სულხან კომახიძე დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ადვოკატების განცხადებით,  ოპერატიული ინფორმაციის გახმაურების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.  ადვოკატები ჩვენების მიცემას არც სასამართლო სხდომაზე არ აპირებენ.

შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, პროკურატურისთვის ჩვენება არც დეკანოზის სხვა ადვოკატებს,  მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს მიუციათ. მთავარმა პროკურატურამ მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება, 3 ოქტომბერს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში