ჯეიმს აპატურაი ბათუმშია

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3635 ნახვა

ცოტა ხნის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოფრინდა.  იგი ხვალ მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

კონფერენციის გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჯეიმს აპატურაიმ უკვე გააკეთა პირველი კომენტარი მედიასთან.  მისი განცხადებით, კონფერენციაზე აქცენტი ევროპასა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება. 

ამავე კატეგორიაში