ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3540 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ამჯერად საქმე ეხება ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე პარკის ტერიტორიაზე  დაანონსებულ სასტუმრო კომპლექსს, რომელიც „კრისტალ ბილდინგმა“ უნდა ააშენოს. მერობის კანდიდატს ეჭვი აქვს, რომ პროექტი ვერ განხორცილდება და ფინანსურ სარგებელს მხოლოდ კომპანია მიიღებს, რომელსაც ტერიტორიის იპოთეკით დატვირთვის უფლებაც აქვს მინიჭებული.თენგიზ ზოიძის განცხადებით, კრისტალ ბილდინგის წარმომადგენელს არა ერთი გახმაურებული  საქმე და შეუსრულებელი სატენდერო პირობა უკავშირდება. 

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას''  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ. უწყების წარმომადგენელთა თქმით, კომპანია „კრისტალ ბილდინგს“ პროექტის წარსადგენად 4 თვიანი ვადა აქვს, ხელშეკრულება კი 15 აგვისტოს გაფორმდა. 

ამავე კატეგორიაში