''ევროპული საქართველო'' ერგეში სკვერის მოწყობისთვის დახარჯულ თანხებს აპროტესტებს

12 ოქტომბერი 2017, 00:00 2758 ნახვა

ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ერგეს ცენტრში მდებარე სკვერის მოწყობისთვის დახარჯულ თანხებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ხელვაჩაურის გამგებამ ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის  73 ათასი ლარი  დახარჯა, თუმცა  ტერიტორია შესაბამისად არ მოწყობილა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკვერში სკამები არ არის,  ტერიტორია კი  მოუვლელია. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ რეკრეაცილული ზონა მოქალაქეებმა დააზიანეს,  ინვენტარის აღდგენა კი  სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას  დაევალა.

ამავე კატეგორიაში