პატიმრის დედა პრეზიდენტს მიმართავს

19 ივნისი 2016, 00:00 3137 ნახვა

36 წლის პატიმრის დედა მოშიმშილე შვილის შეწყალებას ითხოვს. გულიკო ღოღობერიძე დახმარებისთვის საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მისი თქმით შეწყალების კომისიას განცხადებით უკვე მიმართეს, თუმცა პატიმარი არ შეიწყალეს, რის გამოც მსჯავრდებულმა შიმშილობა დაიწყო. ღოღობერიძის თქმით მისი შვილი საკვებს უკვე ერთ თვეზე მეტია არ იღებს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 36 წლის მამაკაცი სასჯელს ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცებისთვის იხდის და პატიმრობაში 6 წელია იმყოფება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში