კომპანიის ინტერესებზე მორგებული აუქციონი 

12 ოქტომბერი 2017, 00:00 3669 ნახვა

რა აკავშირებთ ერთმანეთთან “თეგეტა მოტორსს,” “ქართულ ოცნებას,” სახელმწიფოს და გიორგი ერმაკოვს? კომპანია მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. მისი ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი ამ დროისთვის, ბათუმის მერიის “ავტოტრანსპორტის” ყოფილი უფროსი პაატა დუმბაძეა, წინა თვითმმართველობის არჩევნებამდე კი მას ბათუმის მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი ხელმძღვანელობდა.

საავტომობილო ბიზნესის სექტორში ჩართულმა ამ კომპანიამ ახლახანს ბათუმის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი ის მიწა იყიდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ავტოსადგომისთვის მოიაზრებდნენ. პირობები “თეგეტა მოტორსზე” იყო მორგებული, ამას მერი არ უარყოფს. პირობიანი აუქციონის მიხედვით კომპანიამ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, საავტომობილო კოლეჯი,  მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რემონტის სერვისი, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა უნდა განათავსოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში