''მმართველი პარტია - ანტისახელმწიფოებრივ კონსტიტუციას იღებს'' - ნაციონალური მოძრაობა

13 ოქტომბერი 2017, 00:00 3718 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.  ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. პარტიის წევრების თქმით, მმართველი გუნდი არალეგიტიმურ, ანტისახელმწიფოებრივ კონსტიტუციას იღებს.  

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2 საათია მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში