ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

13 ოქტომბერი 2017, 00:00 2335 ნახვა

აჭარის მთავრობის თვამდჯომარე ბულგარეთის ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა. ისაუბრეს რეგიონებს შორის საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ. ბულგარეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

ამავე კატეგორიაში