პრემიერ-მინისტრმა ქვეყანას კონსტიტუციის მიღება მიულოცა

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2385 ნახვა

საქართველოს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციის მიღება მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თითოეულ ადამიანს, რომელმა კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამავე კატეგორიაში