სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირს ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს

14 ოქტომბერი 2017, 00:00 1411 ნახვა

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენლად ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დანიშნა. გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო.

ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერს ჩაანაცვლებს. 2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.

ამავე კატეგორიაში