კოლოტაურის მცხოვრებთა მოთხოვნა

15 ოქტომბერი 2017, 00:00 2475 ნახვა

კოლოტაურის მცხოვრებლები სანაგვე ურნების განთავსებას ითხოვენ. მათი თქმით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით უწევთ. ქედის "კომუნალსერვისში" განმარტავენ, რომ აღნიშნულ უბანი ტექნიკისთვის მიუწვდომელია, ამიტომ ურნები  ცენტრალურ მაგისტრალთან განთავსდება.

"კომუნალსერვისის" დირექტორის, მალხაზ სურმანიძის, ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, გამგეობამ, 49 ურნა უკვე შეიძინა, რომელსაც უახლოეს დღეებში დარჩენილ ობიექტებზე განათავსებენ. ქედის გამგეობა წელს დამატებითი ტექნიკის შეძენასაც გეგმავს, რომლისთვისაც საერთო ჯამში 280 ათასი ლარი დაიხარჯება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში