აჭარის მაღალმთიანეთში თოვს

15 ოქტომბერი 2017, 00:00 6410 ნახვა

ამ დრომდე გადაუღებლად თოვს გოდერძის უღელტეხილზე, აქ თოვლის საფარმა 10 სმ- ს მიაღწია. ხულოს გამგებლის მოადგილის ინფორმაციით,  უამინდობამ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით დილიდან შექმნა. 

მაღალი გამავლობის ავტომობილების გარდა  გოდერძზე სხვა სახის ტრანსპორტი  შეფერხებით მოძრაობდა, ამჟამად კი ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.  პირველი თოვლი მოვიდა დღეს დანისპარაულსა და თხილვანაში. ორივე სოფელს  ამჟამად ელექტროენერგია  უწყვეტად მიეწოდება და  შეზღუდვის გარეშე  გადაადგილდებიან  ავტომანქანებიც.  

ამავე კატეგორიაში