ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოს ვიზალიბერალიზიაზე იმსჯელებენ

20 ივნისი 2016, 00:00 3995 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭო ლუქსემბურგში შეიკრიბება. შეხვედრის დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო საკითხად შეტანილია „ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“. ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირს წერილით მიმართავს და მოითხოვს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად დაუწესდეს. წერილის ავტორები ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები არიან. 

ამავე კატეგორიაში