ახალი ინვენტარი საარჩევნო ოლქში

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2898 ნახვა

ხელვაჩაურის #83-ე საოლქო საარჩევნო კომისიას უბნებისთვის განკუთვნილი ინვენტარის ნაწილი გადაეცა. ნაწილს კი ხვალ ელოდებიან. ახალი ინვენტარის გადაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის შენობის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საარჩევნო კაბინები, გადასატანი ყუთები, ქსეროქსის აპარატები, დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.

საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება სხვისი ნივთის განძრახ დაზიანება განადგურების მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  საკითხზე კომენტარი გააკეთა ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ რისკების გეგმიდან გამომდინარე, აღნიშნული საარჩევნო კომისიის ახალი ინვენტარით აღჭურვა დამატებითი ხარჯების გარეშე განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში