ცესკოს განცხადება

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2570 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გაჩენილ ხანძარსაც გამოეხმაურა. თამარ ჟვანიას განცხადებით, დამწვარ ინვენტარს, ახლით ჩაანაცვლებენ და ამის რესურსი ადმინისტრაციას დამატებითი ხარჯების გარეშეც აქვს. ოლქში 46 უბნისთვის გათვლილი კაბინები, ქსეროქსის აპარატები და ყუთები დაიწვა.

ინვენტარის ნაწილი ოლქს უკვე გადაეცა. თამარ ჟვანიამ დღესვე კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის მიერ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატად იმამის წარდგენის შესახებ. ამბობს, რომ ფაქტი არ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობასა და ადამიანების საარჩევნო უფლებების საკითხს. შეგახსენებთ, პოლიტოლოგები ამ ფაქტს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების დარღვევად აფასებენ, ამბობენ, რომ არ შეიძლება კანდიდატად დასახელდეს რელიგიური ლიდერი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” გარდა, მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი სასულიერო პირი მაჟორიტარობის კანდიდატად “ევროპულ საქართველოსაც” ჰყავს წარდგენილი. 

ამავე კატეგორიაში