‘’მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რომ საარჩევნო პერიოდმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს’’- გიორგი მღებრიშვილი

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2279 ნახვა

რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უძღვებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, პოლიცია არის აპოლიტიკური და  ნეიტრალიტეტის პრინციპს ინარჩუნებს.

„ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება.  ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე მინისტრმა.  

ამავე კატეგორიაში