''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ფუშრუკაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2952 ნახვა

არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება. ‘’ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფუშრუკაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ანზორ შაინიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პარტიაში განმარტავენ, რომ მასზე  ზეწოლა განხორციელდა, ვინაიდან ამავე მაჟორიტარულ ოლქში „ქართულ ოცნებას“ კანდიდატად ანზორ შაინიძის სიძე ჰყავს წარდგენილი.

‘’ქართულ ოცნებაში’’ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად გამორიცხავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში