„სამართლიანი არჩევნები“ – ‘’არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა’’

19 ოქტომბერი 2017, 00:00 3065 ნახვა

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა -  ამის შესახებ შუალედური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავარაუდო ზეწოლისა და  მუქარის 23, სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1, ძალადობის 2, წინასაარჩვენო კამპანიაში ხელშეშლის 3, ამდინიტრაციული რესურსის გამოყენების 6 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. დამკვირვებლებმა საარჩევნო სუბიექტების 400-მდე საჯარო გამოსვლა შეისწავლეს. 

კვლევაში აჭარაც მოხვდა. საუბარია რეგიონში განხორციელებულ მუქარისა და ზეწოლის ორ ფაქტზე. ასევე ბათუმში  საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული სხვადასხვა წევრის მხრიდან, კომისიების მასობრივად დატოვების გახშირებულ შემთხვევებზე. 

 მესამე შუალედური ანგარიში 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში