ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 36 საათი რჩება

19 ოქტომბერი 2017, 00:00 2582 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 36 საათი  რჩება. სამზადისი ყველა საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის ინფორმაციით, ბათუმში 139 ათას 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი  ოლქს  ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ  უკვე გადასცა. დაზუსტებულია სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ ამომრჩეველთა საერთო  რაოდენობაც. სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებაში საკუთარ არჩევანს 30 მოქალაქე გააკეთებს.  ბათუმის ოლქს 745 გადასატანი ყუთი გადაეცა,  თუმცა იურისტის ინფორმაციით, გადამოწმების შედეგად  შესაძლოა  ყუთების რაოდენობა შემცირდეს.

საარჩევნო ბიულეტენები, კონვერტები, გადასატანი ყუთები  და ამომრჩეველთა დაზუსტებული საბოლოო სიები  დღეს ყველა  ოლქს გადაეცემა. აღნიშნული ინვენტარი საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გადაეცეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში