''ქართული ოცნების'' საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი უწყებაა ჩართული - ენმ

20 ოქტომბერი 2017, 00:00 3706 ნახვა

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.  რეზო ხარაზის თქმით, ძალოვანები ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მტკიცებით, სოფელ ფუშრუკაულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, სწორედ სუს-ის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ განაცხადა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დღეს სპეციალური სქემაც წარადგინეს, სადაც იმ პირების სახელები ეწერა, ვინც  წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები.

„ყველა ეს ადამიანი, მათ შორის ზურაბ პატარაძე ბინძურ საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული. რეგიონში ‘’ქართული ოცნების’’ შტაბები აღარ არსებობს. ის სუს-ის შტაბად გადაკეთდა. რამდენიმე დღის წინ 30-ე საარჩევნო უბანზე პოლიციელები იყვნენ მისულები და კოორდინატორების ტელეფონის ნომრებს ითხოვდნენ. სუს-ში წყდება, რომელს სოფელში დააგონ გზა, რომელ სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწიონ დახმარება“ - ამბობს რეზო ხარაზი.

მისივე თქმით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ციხისძირში სუს-ის თანამშრომლები დადიოდნენ და  სავარაუდოდ მოსახლეობას ‘’ქართული ოცნებისთვის’’ ხმის მიცემას აიძულებდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში