ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტოგამოფენის ორგანიზატორებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს - ამბობენ ბათუმის მერიაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოტოგამოფენის ''ერმაკოვიდან ერმაკოვამდე'' იდეის ავტორი შესაბამისს სამსახურს არ დაუჯარიმებია. თეკლა ჩიჩუას თქმით, მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვის დროს, ორგანიზატორები ვალდებულები არიან მერიას ინფორმაცია წინასწარ მიაწოდონ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გამოფენის შესახებ თვითმმართველობა ინფორმირებული არ იყო.