პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

20 ოქტომბერი 2017, 00:00 2818 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.

მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი, ერთი და იგივე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

ამავე კატეგორიაში