საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2197 ნახვა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 22 პოლიტიკური პარტია, 5 ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობს. საოლქო-საარჩევნო კომისიებს კი 200 დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავთ რეგისტრირებული, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.

მერობისთვის დედაქალაქში, 13 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ერთი დამოუკიდებლად, ბათუმში კი 9. 
ბათუმში 139 ათას 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს არჩევანს სამკურნალო  დაწესებულებებში მყოფი 30 მოქალაქე.  ასევე ამომრჩევლები, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს უბნებს. ბათუმში ასეთი 745 ამომრჩეველია, ჯამში კი რეგიონის მასშტაბით გადასატანი ყუთის სიაში 4 836 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რეგიონში დღეს 348 უბანი გაიხსნა, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 306 861-ია. 
ბათუმში სულ 103 უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში. ქალაქი 10 მაჟორიტარულ ოლქადაა დაყოფილი, საკრებულოში მოსახვედრად 14 საარჩევნო სუბიექტის დეპუტატობის კანდიდატები იბრძვიან, მერობისთვის კი კანდიდატი სულ 9 სუბიექტს ჰყავს წარდგენილი. 

ამავე კატეგორიაში