რა შემთხვევაში ინიშნება არჩევნების მეორე ტური

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3830 ნახვა

მერის არჩევნებში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამების შმდეგ ნიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა არჩევის წესს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუ ორი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, მაშინ გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც პირველმა გაიარა რეგისტრაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საკრებულოებში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ს მიიღებენ. 

ამავე კატეგორიაში