ცესკოს პირველი საინფორმაციო ბრიფინგი

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2839 ნახვა

მედიაცენტრია გახსნილი თბილისში. 6 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლებიც არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით აკვირდებიან, განრიგის მიხედვით, ნახევარ საათში ერთხელ პრესკონფერენციებს გამართავს და მედიისთვის განცხადებებს გაავრცელებს.

მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის”, “მრავალეროვანი საქართველოსა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები. მედიაცენტრში, რომელიც ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით მუშაობს, დღეს სულ 20 ბრიფინგია დაგეგმილი, ხვალისთვის კი 6. პირველი ბრიფინგი დღის 10 საათისთვისაა დაგეგმილი, ჩვენ მედიაცენტრში გაკეთებულ განცხადებებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში