ცესკო: '' ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება არ ეკრძალება ’’

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2856 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა  განცხადება გააკეთა. ანა მიქელაძე სადამკვირვებლო ორგანიზაციების  წარმომადგენელებს გამოეხმაურა.

‘‘ცესკოს საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ  განცხადება გაკეთდა, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლების და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორებთან.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან“ - ამბობს პრესსპიკერი.

ანა მიქელაძის განმარტებით, ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. დაკვირვების უფლების მქონე პირებს კი კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება არ ეკრძალებათ.

‘’საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. მივმართავთ უბანში მყოფ დამკვირვებლებს, სუბიექტების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელისშეშლის გარეშე და არ გასცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს“ - ამბობს მიქელაძე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში