ირაკლი ჭეიშვილი ''ნაციონალურ მოძრაობას'' დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშულებს

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3044 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ცდილობს დესტრუქცია მოაწყოს. არის კონკრეტული ფაქტებიც, სადაც მათი ოფიციალური წარმომადგენლები, მაჟორიტარები, გარეთ დარბიან ვიდეო კამერებით და რაღაც პროვოკაციებით ცდილობენ წამოაგონ ჩვენი კოორდინატორები და გარეთ ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც სრული კანონის დაცვით ატარებენ არჩევნებს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს პროცესი სამართლის ჩარჩოს არ გასცდეს" - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა. 

​მისი განმარტებით, შტაბის გარეთ, მობილიზებულია პარტიის წევრები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ავიწროებენ. 

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დესტრუქცია ავიცილოთ, იმათ ძალიან უნდათ, რომ მაქსიმალურად ხმაურიანად ჩატარდეს საარჩევნო კამპანია, იმიტომ  რომ ზუსტად იციან, პირწმინდად აქვთ არჩევნები წაგებული. ეს არაერთ არჩევნებზე იწვნიეს. განსაკუთრებულად მობილიზებულია ქართული ოცნების შტაბიდან მთელი,ასე ვთქვათ,  შემადგენლობა, განსაკუთრებულად კარგი საარჩევნო კამპანია გვქონდა, მშვიდ გარემოში ჩატარებული.   ორი თვეა საარჩევნო კამპანიას ვატარებთ და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ რაიმე სახის გადაცდომა იყო, ან კანდიდატისგან, ან შტაბის ხელმძღვანელობისგან.“- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელმა ბათუმში.

აჭარის ტელევიზიის კითხვაზე,  მიჰყავს  თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩეველი  უბნებთან ირაკლი ჭეიშვილი პასუხობს: 

„ისე რომ ორგანიზებულად ვახდენდეთ ამომრჩევლის უბნებზე მიყვანას ფაქტი არ ფიქსირდება. მაგრამ, ჩემს მხარდამჭერს მიკროავტობუსით მივიყვან, თუ სამარშრუტო ტაქსით, ამით მე არაფერს ვაშავებ“- ირაკლია ჭეიშვილი.

ამავე კატეგორიაში