''დავით ბაციკაძე და ირაკლი ჭეიშვილი არჩევნების გაყალბებას ხელმძღვანელობენ'' - გიორგი კირთაძე

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2500 ნახვა

"ქართული ოცნების" ბრალდებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" უპასუხეს. გიორგი კირთაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებს უმაღლესი საბჭოს წევრები, ირაკლი ჭეიშვილი და დავით ბაციკაძე, ხელმძღვანელების დავალებით აყალბებენ. მისი თქმით, ‘’ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებში დადანაშაულება უბრალოდ უზნეობაა’’. გიორგი კირთაძე   საარჩევნო  უბნებზე აგიტაციის ფაქტებს უარყოფს.

"ელაპარაკო  "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციურ საკითხებზე იმ ფონზე, რასაც დღეს ქალაქში აკეთებენ მგონია, რომ  არის უზნეობა. რას ჰქვია ფულის გადაცემის და აგიტაციის ფაქტი იყო. ფულის გადაცემის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. იცით ამ განცხადებას ჭეიშვილი რატომ აკეთებს? რომ რეგისტრატორების შესახებ ინფორმაცია ციალა შავაძემ წაიღო. დავით ბაციკაძე და ირაკლი ჭეიშვილი არჩევნების გაყალბებას უშუალოდ ხელმძღვანელობენ. მე-12 უბანზე დავით ბაციკაძის ხელმოწერა ფიქსირდება ეს ის ბაციკაძეა, რომელიც ოლქში წარმომადგენელია. ცესკოსა და საოლქო კომისიაში წარმოდგენილი პირები არ შეიძლება იყოს დანიშნულები სხვა საარჩევნო კომისიებში",- აცხადებს გიორგი კირთაძე

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში