სადამკვირვებლო ორგანიზაციები ბათუმის უბნებში არჩევნებს აკვირდებიან

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2887 ნახვა

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას რეგიონის მასშტაბით დილის 7 საათიდან აკვირდებიან. „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“  ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარღვევები შეინიშნებოდა როგორც წილის ყრის, ასევე ხმის მიცემის პროცესში. ლადო ბოჟაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების  მხრიდან  საარჩევნო უბანზე აგიტაციის  მცდელობაც იყო.

საარჩევნო მონიტორინგს  არასამთავრობო ორგანიზაცია „ისარი“ ახორციელებს. მესამე სექტორის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოხალისეებმა სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს. იყო მარკირებასთან დაკავშირებული ხარვეზები. კომისიის თავმჯდომარეებმა უბნები უყურადღებოდ დატოვეს - აცხადებს ნინო ჯინჭარაძე.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში