ქალაქის მერი ბათუმელების 36% აირჩია

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3014 ნახვა

ვინ იქნება ბათუმის მერი და როგორ დაკომპლექტდება საკრებულო, გადაწყვეტილება ქალაქის 139 595  ათასი ამომრჩევლიდან მხოლოდ 50 ათას70 მიიღო. სწორედ ამდენი მოქალაქე მივიდა დღეს საარჩევნო ყუთებთან ბათუმში. 

როგორც ბათუმის #79 ოლქში აცხადებენ აქტივობა საშუალო და ბათუმელების 36,37% -მა შეადგენს. 

ამ დროისთვის ოლქში ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 13 საჩივარი შევიდა, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა ​ არჩევნებმა", ორი სარჩელი კი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დაწერა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში